|
2017-03-04 22:33:27, 2510 ნახვა
სამართალი
სალია: რამდენიმე დღით იმიტომ იქნა შეჩერებული, რომ სტრასბურგის სასამართლო ითვალისწინებს ჩვენი მხარის ინტერესსაც
აქ ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ მხოლოდ რამდენიმე დღით იმიტომ იქნა შეჩერებული, რომ სტრასბურგის სასამართლო ასევე ითვალისწინებს ჩვენი მხარის ინტერესსაც, - ასე აფასებს ქიბარ ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია, სტრასბურგის სასამართლოს მიერ რუსთავი2-ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას. მისი განცხადებით, უპრეცენდენტო იქნება იმ შემთხვევაში, თუ სტრასბურგის სასამართლო დავის დასრულებამდე შეაჩერებს ეროვნულ დონეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას ისეთ საქმეზე, რომელიც არ ეხება ადამიანის წამებას ან დეპორტაციას. როგორც "კურიერის" პირდაპირ ეთერში ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა აღნიშნა, სასამართლოს გადაწყვეტილებას ყველა მხარე უნდა დაემორჩილოს. ის ასევე უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს და ამბობს, რომ სამართლებრივი ნაწილის განხილვა სასამართლოს ერთ დღეშიც შეეძლო. „დიდი პალატის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და ჩვენ ველოდებით ამ დასაბუთებას და ნებისმიერ მხარეს შეგვეძლება, შემდგომ გავაკეთოთ კომენტარები, რამდენად მოახერხა იმ მცირე დროში დაესაბუთებინა პოზიცია“, - განაცხადა პაატა სალიამ.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)