|
2017-03-04 13:16:27, 1453 ნახვა
საზოგადოება
კახეთის გზატკეცილზე ავარიული საცხოვრებელი სახლის გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები მიმდინარეობს
ისნის რაიონში, კახეთის გზატკეცილზე, N19-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, საძირკვლის გამაგრება-გაძლიერება ხუთსართულიან ავარიულ კორპუსს უტარდება. სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა ხიმინჯები, ლითონის ჯავშნით კი გამაგრდება დაზიანებული კედლები. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე დღეს თბილისის მერი და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე გაეცნენ. დავით ნარმანიას თქმით, ავარიული კორპუსების გამაგრება მთელი თბილისის მასშტაბით მიმდინარეობს. „კახეთის გზატკეცილზე ავარიული სახლის გამაგრების სამუშაოები დავიწყეთ. ამჟამად მიმდინარეობს საძირკვლისა და კედლების გამაგრება. მთლიანად ხდება კორპუსის გარე ფასადის კეთილმოწყობა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, სახლი საცხოვრებლად აბსოლუტურად უსაფრთხო იქნება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. სამუშაოებს კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, შპს „სპეც მონოლითი“ ახორციელებს. სამუშაოები სამ თებერვალს დაიწყო და სექტემბერში დასრულდება. (NS)
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)