|
2017-03-04 11:17:37, 1628 ნახვა
საზოგადოება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: გადაწყვეტილებამ შესაძლოა, ქართულ მედიაში ოპოზიციის ხმა შეზღუდოს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება, - ამის შესახებ ინფორმაციას "ამერიკის ხმა" ავრცელებს. როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგით შეშფოთებულები არიან. "შეერთებული შტატები შეშფოთებულია რუსთავი 2-თან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგით. გადაწყვეტილებამ შესაძლოა, შეზღუდოს ოპოზიციის ხმა ქართულ სამაუწყებლო მედიაში. პლურალისტური მედიაგარემო არსებითია საქართველოს დემოკრატიული ზრდისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისათვის. ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, გადადგას ნაბიჯები და უზრუნველყოს, რომ მედიაგარემო დარჩეს თავისუფალი, ღია და პლურალისტური". "ამერიკის ხმის" ქართული რედაქცია პოლ სტრონსკის, ვაშინგტონის კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდის ექსპერტს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნულ თემაზე განაცხადა, რომ გადაწყვეტილება შემაშფოთებელია, თუმცა არა მოულოდნელი. "მრავალი წელია, არხის საკუთრების სტრუქტურასთან დაკავშირებით დავა მიმდინარეობს. რაც არ უნდა მომხდარიყო 10 წლის წინ სააკაშვილის მთავრობის პირობებში, დღეს არაარსებითია. "რუსთავი 2" მნიშვნელოვან როლს თამაშობს, როგორც დამოუკიდებელი ხმა. დამოუკიდებელი მედია სჭირდება საქართველოს, განსაკუთრებით ოქტომბრის არჩევნებში "ქართული ოცნების" დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ. სააკაშვილის ეპოქაზე დაუსრულებელი დავა ვერ დაგვეხმარება დღევანდელი გადაუდებელი საკითხების მოგვარებაში. ვიმედოვნებ, მთავრობის მიმართ კრიტიკული ხმები შეინარჩუნებენ მექანიზმებსა და საშუალებას, მათ შორის რუსთავი 2-ზე, რათა გააჟღერონ ის, რაც აწუხებთ და მთავრობისგან მოითხოვენ პასუხს. ესაა ნებისმიერი დემოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილი. საქართველოში დემოკრატიის უკანდახევის აღქმაც კი დააზიანებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს“, - აღნიშნა სტრონსკიმ. შეგახსენებთ, 2 მარტს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ყოფილ მფლობელ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, თუმცა გუშინ ევროსასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)