|
2017-03-03 19:32:08, 1461 ნახვა
საზოგადოება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლას დადებითად აფასებს
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სტრატეგიის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ამის შესახებ "ექსპრენისს" უწყებიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, ანგარიშში საქართველოსთან დაკავშირებით ხაზგასმულია, რომ 2016 წლის განმავლობაში საქართველოს შსს-მ ამოიღო მნიშვნელოვანი ოდენობის არალეგალური ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის, ბათუმში, შავი ზღვის პორტში, 177 კგ ჰეროინი და სხვა ოპიოიდები. „ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და ნარკოტიკებთან დაკავშირებული საერთაშორისო გამოძიებების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს წარგზავნილი ჰყავს პოლიციის ატაშეები აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთში, უკრაინაში, ბელარუსში, პოლონეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, საბერძნეთსა და ესპანეთში. 2016 წელს საქართველომ ასევე წარგზავნა პოლიციის ატაშეები იტალიასა და შვედეთში“, - აღნიშნულია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს ანგარიშში. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, 2016 წელს აშშ აგრძელებდა საქართველოს მხარდაჭერას ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით შესაძლებლობების გასაძლიერებლად, სამართალდამცველებისთვის ოპერატიული და სასწავლო კურსების საშუალებით. აღნიშნული მხარდაჭერის ფარგლებში ჩატარდა მაღალი დონის ტრენინგები შემდეგ თემებზე: ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით გამოძიების წარმოება; კინოლოგიური შესაძლებლობების განვითარება; კომპლექსური და კონსპირაციული გამოძიება; აეროპორტში ნარკოტიკების აკრძალვა; სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობების განვითარება. ანგარიშში ასევე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ 2016 წელს აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციამ (DEA) თბილისში, აშშ-ს საელჩოში ოფისი გახსნა და მუდმივი წარმომადგენელი - ატაშე დანიშნა. „საქართველოს მთავრობა კვლავ გამოხატავს ამერიკის შეერთებულ შტატებთან შემდგომ თანამშრომლობის ძლიერ ინტერესს“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)