|
2017-03-03 14:38:44, 1331 ნახვა
საზოგადოება
განახლებულ აღმაშენებელზე დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, განახლებულ აღმაშენებელზე, დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. თბილისის მერიის ინფორმაციით, დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ აქციას თბილისის მერი დავით ნარმანია ჩუღურეთის რაიონის გამგებელთან, ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს დედის დღე მიულოცა. ღონისძიებას პარლამენტისა და საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები გია ვოლსკი და რიმა ბერაძე ესწრებოდნენ. „ყველა დედას ვულოცავ და ვუსურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და შვილების წარმატებას ცხოვრებაში. მიხარია, რომ პატარები ასეთი კმაყოფილები არიან. დღეს მათ ძალიან იმხიარულეს და თავიანთ დედებს განსაკუთრებულად მიულოცეს ეს ლამაზი დღესასწაული,“- განაცხადა დავით ნარმანიამ. ღონისძიების ფარგლებში, აღმაშენებლის №47-ში მოეწყო ყველა საჭირო აქსესუარითა და სამუშაო მასალით აღჭურვილი ხელოვნების კუთხე, სადაც პატარებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დედებისთვის სიმბოლური საჩუქრები თავად დაემზადებინათ. აქციის მონაწილე ბავშვებმა დედის დღისა და გაზაფხულის თემატიკაზე ნახატები შექმნეს. პატარებმა ფერადი საღებავებით თიხისა და მინის ჭურჭელიც მოხატეს. (NS)
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)