|
2017-03-03 14:22:21, 1520 ნახვა
საზოგადოება
„რუსთავი 2“-ის ეზოში აქცია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქცია, ტელევიზიის ეზოში მშვიდ ვითარებაში გრძელდება. ადგილზე ტელეკომპანიის მხარდამჭერები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებიან. როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი არავის მისცემენ საშუალებას, რომ „რუსთავი 2“-ის შენობაში შევიდნენ. „ჩვენ ვართ და ვიქნებით „რუსთავი 2“-ის ოფისის წინ, რომ არავის მივცეთ საშუალება ფიზიკურად შევიდეს ოფისში და ფიზიკურად განახორციელოს ის უკანონობა, რომლიც გუშინ სასამართლომ გამოიტანა. რაც შეეხება პროტესტის დანარჩენ ფორმებს, ჩვენ გვექნება შიდაპარტიული კონსულტაციები, გვექნება კონსულტაციები სამოქალაქო საზოგადოებასთან, სხვა პარტიებთანაც. ის რაც დღეს ხდება ეს არ არის პარტიული თემა, ეს არ არის ერთი ან ორი პარტიის თემა, ეს არის გამოწვევა საზოგადოების მიმართ. ჩვენ როგორც საზოგადოების ნაწილი ვიმოქმედებთ საზოგადოების სეგმენტებთან ერთად“,-განაცხადა დავით ბაქრაძემ. ცნობისთვის, გუშინ უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)