09:50 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-03 13:12:28, 2344 ნახვა

კომენტარი
ლევან იზორია: „რუსთავი 2“ ფუნქციონირებას კანონიერი მფლობელის ხელში გააგრძელებს

თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ ფუნქციონირებას კანონიერი მფლობელის ხელში გააგრძელებს.

როგორც იზორიამ აღნიშნა, სასამართლოს  გადაწყვეტილება ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში არის დიდი  ლეგიტიმური საფუძვლის მქონე, რომელიც საჭიროებას აღიარებს.

„მე დარწმუნებული ვარ ერთში, რომ „რუსთავი 2“ ფუნქციონირებას გააგრძელებს კანონიერი მფლობელის ხელში. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ სასამართლოს  გადაწყვეტილებას და დარწმუნებული ვარ მეორეში, რომ „რუსთავი 2“, როგორც სხვა მაუწყებლობაც თავისუფალი მედიის არსებობის პირობებში მოღვაწეობს“,-აღნიშნა ლევან იზორიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გუშინ რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმადაც, ტელეკომპანიის წილის 60%-ის მესაკუთრე ქიბარ ხალვაშია, ხოლო 40%-ის შპს „პანორამა“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics