|
2017-03-03 11:11:56, 1586 ნახვა
საზოგადოება
შსს-მ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს განახლებული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროში, პოლიციის რეფორმის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა გახსნა. ღონისძიებას საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. შსს-ს წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს: პოლიციის რეფორმის 2017-2021 წლების განახლებული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა; შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორებში ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული ღონისძიებები; შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები; შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების და დანაშაულის პრევენციის მიზნით განხორციელებული სოციალური კამპანიები. სისხლის სამართლის რეფორმა საქართველოში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. რეფორმის განხორციელების პროცესში ჩართულია ყველა სამართალდამცავი სტრუქტურა, ასევე, სახალხო დამცველის აპარატი და შესაბამისი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები. შსს-ში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიზანია პოლიციაში მიმდინარე რეფორმების განხილვა და რეკომენდაციების შემუშავება.
(NS)
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)