19:56 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-03 00:24:25, 1480 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი: ყარამანიშვილის ასპარეზზე გაქრობამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ეს მისი საკუთრება არ არის

ყარამანიშვილის ასპარეზზე გაქრობამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ეს მისი საკუთრება არ არის , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრვლესობის წევრმა გია ვოლსკიმ უზენაესი სასამრთლოს გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

როგორც ვოლკსიმ აღნიშა, მას სურს, რომ იყოს რუსთავი2, მუშაობდეს, აგრძელებდეს, თავის ნიშა ჰქონდეს და ემსახურებოდეს თავისუფალი მედიის პრინციპების კიდევ უფრო გაძლიერებას, რაც ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად არსებობს.

​„ყარამანიშვილის ასპარეზზე საერთოდ გაქრობამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ ეს მისი საკუთრება არ არის ან დაინტერესებული არ არის, რომ ეს საკუთრება ჰქონდეს. თუკი გადაწყდა, რომ ერთმა ადამიანმა მეორე ადამიანთან გაიმარჯვა ქონებრივ დავაში, არანაირად არ მაძლევს საფუძველს გამოვხატო გადაწყვეტილების მიმართ  ჩემი მოსაზრება და აზრი. მინდა, რომ იყოს რუსთავი2, მუშაობდეს, აგრძელებდეს, თავის ნიშა ჰქონდეს და ემსახურებოდეს თავისუფალი მედიის პრინციპების კიდევ უფრო გაძლიერებას, რაც ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად არსებობს,“ -განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, "რუსთავი 2"-ის საქმეზე უზენაესმა გადაწყვეტილება გამოიტანა. გადაწყვეტილების თანახმად, ტელეკომპანიის 60%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილ იქნა ქიბარ ხალვაში, ხოლო 40%-ის შპს „პანორამა“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics