|
2017-03-02 19:38:30, 1100 ნახვა
სამხედრო
ნატოს სამხედრო კომიტეტი JTEC-ს ეწვია
ნატოს სამხედრო კომიტეტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) სტუმრობით გაგრძელდა. JTEC-ში ნატოს სამხედრო კომიტეტის დელეგაციას, გენერალ პეტრ პაველის ხელმძღვანელობით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ უმასპინძლა. ვიზიტის სამუშაო ნაწილის დაწყებამდე, სამხედრო კომიტეტის სახელით, გენერალმა პეტრ პაველმა საერთაშორისო მისიებსა და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მემორიალი გვირგვინით შეამკო. ნატოს-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის პროექტების ხელმძღვანელებმა, პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ და ვიცე-პოლკოვნიკმა მარიუს ნილსენმა ალიანსის სამხედრო კომიტეტს ცენტრის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. ქართული მხრიდან JTEC-ში სტუმრებს ასევე, დახვდნენ გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, ალიანსში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ალექსანდრე მაისურაძე და ნატოში საქართველოს სამხედრო წარმომადგენელი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. JTEC-ში ვიზიტის ბოლოს, ნატოს დელეგაცია ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის გადასროლისწინა სწავლების საჩვენებელ წვრთნას დაესწრო. საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის, მე-12 ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა მოტორიზებული პატრული განახორციელა. სცენარის მიხედვით, საფრთხის აღმოჩენის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეებმა ტერიტორიის ქვეითად ინსპექტირების გადაწყვეტილება მიიღო. მოულოდნელ ჩასაფრებაში მოყოლილმა დანაყოფმა პირდაპირ ცეცხლზე რეაგირება განახორციელა. საფრთხის განეიტრალების შემდეგ, კი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების საჰაერო ევაკუაცია მოხდება. (NS)
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)