09:42 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-02 15:30:32, 2319 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
ნიკა გვარამიამ ქიბარ ხალვაშს „ივანიშვილის მონა“ და „ყველა დროის იუდა“ უწოდა

„საქართველოს ხელისუფლებამ დღეს ჩამოათრია ქიბარ ხალვაში და მის სასარგებლოდ გადაწყვეტილებას ელოდება. ივანიშვილის მონავ, ყველა დროის იუდავ“, - ასე მიმართა „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს.

როგორც გვარამიამ სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, „არასოდეს ყოფილა მედია ისეთი პოლარიზებული, როგორიც დღეს, ივანიშვილის ხელისუფლების დროს არის“.

„დღეს ამ ისტორიულ შენობაში წყდება საქართთველოს ბედი, არც მეტი არც ნაკლები. ყველა კარი, რომელიც გაღებულია, შეიძლება ყრუდ დაიხშოს ისევ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები მიღებული გადაწყვეტილებით ხელს მოაწერენ კანონიერებას, სიტყვის თავისუფლებას, ამ ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს ან უკანონ გადაწყვეტილებას. ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა შეუქცევადი ზიანი მიაყენოს ქვეყნის დემოკრატიას. ესენი არიან ბიძინა ივანიშვილები, მოთხრილი ხეებივით მიდიან, მაგრამ საქართველოს ვერ მოთხრის და ვერსად ვერ გადარგავს. დღეს თუ მიიღებენ უარყოფით გადაწყვეტილებას, ისინი ამით საკუთარ თავს განაჩენს გამოუტანენ. „რუსთავი 2“ არ არის უბრალო ტელევიზია, ასეთი ისტორიული მისია აქვს მას, ასეთი როლი აქვს მას და ეს როლი მას ბიძინა ივანიშვილმა არგუნა. მაპატიეთ კოლეგებო, მაგრამ თქვენ, ვინც ივანიშვილის მედიებში მუშაობთ, თუ გაგეპარებათ კრიტიკული აზრი, მალე თქვენ აღარ იმუშავებთ. ჩვენ ვითხოვთ კანონიერ გადაწყვეტილებას. ამას ჩვენს მიმართ სამართლიანობა მოითხოვს. ჩვენ არ დავთმობთ!“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან ტელეკომპანია  „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციაზე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე რიგითი მოქალაქეები არიან შეკრებილი. ისინი ტელეკომპანიის საქმეზე უზენაეს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდებიან





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics