|
2017-03-02 13:58:34, 2310 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: საპარლამენტო სისტემა საუკეთესო მექანიზმია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ავტორიტარიზმის ჩამოყალიბება გამოვრიცხოთ
„საპარლამენტო სისტემა არის საუკეთესო მექანიზმი იმისათვის, რომ ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაში გამოვრიცხოთ ყოველგვარი ტიპის ავტორიტარიზმის ჩამოყალიბება და განვითარება ქვეყანაში“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ კომისიის წევრებს საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით, სხვადასხვა საკითხებზე მმართველი გუნდის ხედვა გააცნო: „ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ ჩვენი ხედვის თანახმად ვინარჩუნებთ არსებულ საპარლამენტო სისტემას. ეს იყო საერთო გზავნილი, რომელიც გაჟღერდა კომისიის პირველივე სხდომის შემდეგ. დღეს მოქმედებს საქართველოში საპარლამენტო მმართველობის სისტემა და ჩვენ ვთქვით, რომ ერთადერთი წინასწარ მიღებული გადაწყვეტილება ეხება სწორედ მმართველობის ფორმას. ჩვენ ვაპირებთ არსებული საპარლამენტო მმართველობის ფორმის შენარჩუნებას. როდესაც 2010 წელს შეფასდა განხორციელებული რეფორმა ვენეციის კომისიის მიერ, მაშინ აღინიშნა, რომ მთავარი პროგრესული ნაბიჯი, რომელიც მაშინ გადაიდგა, ეხებოდა სწორედ სვლას საპარლამენტო სისტემისკენ. ვენეციის კომისია რომც არ იყოს, ჩვენ მიგვაჩნია, რომ საპარლამენტო სისტემა ბევრად მეტ გარანტიებს ქმნის დემოკრატიისთვის, პლურალიზმისთვის, ვიდრე საპრეზიდენტო ან ნახევრად საპრეზიდენტო სისტემა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საპარლამენტო სისტემის შენარჩუნება უნდა იყოს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. საპარლამენტო სისტემა არის საუკეთესო მექანიზმი იმისათვის, რომ ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაში გამოვრიცხოთ ყოველგვარი ტიპის ავტორიტარიზმის ჩამოყალიბება და განვითარება ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ ეს არის ის საერთო გადაწყვეტილება, რომელზეც არის აგებული ის მოდელი, რომელიც ჩვენ გვინდა შემოგთავაზოთ“, - განაცხადა კობახიძემ.
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)