|
2017-03-01 15:25:24, 2401 ნახვა
ეკონომიკა
მერსედეს ვერა მარტინი: სსფ-ს მისიამ და საქართველოს ხელისუფლებამ 3-წლიანი პროგრამის დაწყების თაობაზე შეთანხმებას მივაღწიეთ
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის, მერსედეს ვერა მარტინის განცხადებით, ხელისუფლებასთან შეთანხმებული ეკონომიკური პოლიტიკა მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას. როგორც მარტინმა აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო საქართველოს საკითხს აპრილის შუა რიცხვებში განიხილავს. „მაქვს პატივი განვაცხადო, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ და საქართველოს ხელისუფლებამ მივაღწიეთ შეთანხმებას 3-წლიანი პროგრამის დაწყების თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის 201.4 მილიონი SDR-ის, (დაახლოებით 285 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფას „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" (EFF) ფარგლებში. სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო საქართველოს საკითხს აპრილის შუა რიცხვებში განიხილავს," - განაცხადა მერსედეს ვერა მარტინმა. მისი თქმით, ეკონომიკური პოლიტიკა მიზნად ასევე ისახავს სტრუქტურული ხარვეზების აღმოფხვრას, რაც სწრაფ ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას წაახალისებს. მარტინის განმარტებით, მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ამბიციური რეფორმების გასატარებლად საქართველოს ხელისუფლება შესაბამის ნაბიჯებს დგამს. „საშუალოვადიან პერიოდში უნდა განხორციელდეს ფისკალური კონსოლიდაცია, რომლის ფარგლებშიც არ შეფერხდება სახელმწიფო ინვესტიციები და სოციალური ხარჯები, ხოლო ქვეყნის ვალი შენარჩუნდება მდგრად დონეზე. 2017 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული მკაცრი ფისკალური ზომები ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევას ემსახურება. მთავრობა განახორციელებს მნიშვნელოვან ფისკალურ რეფორმებს საბიუჯეტო დისციპლინის შესანარჩუნებლად, ფისკალური წესების არსებული საზღვრების დაცვით", - განაცხადა ფონდის მისიის ხელმძღვანელმა. მისი თქმით, სსფ-ს მისია და საქართველოს ხელისუფლება შეთანხმდა საჯარო ფინანსების მართვის გამკაცრების მნიშვნელობაზე. კერძოდ - უნდა გაუმჯობესდეს ფისკალური რისკების გასაჯაროება და კონტროლი, გაგრძელდეს საგადასახადო სამსახურის გაძლიერება.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)