|
2017-03-01 13:16:18, 2298 ნახვა
ეკონომიკა
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დიზაინზე საერთაშორისო ექსპერტებსა და ადგილობრივ უწყებებს შორის სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დიზაინსა და პროექტირებაზე სამუშაოდ საქართველოში წამყვანი საერთაშორისო კომპანიის, „მოფატ ენდ ნიკოლის" (Moffatt & Nichol) წარმომადგნლები ჩამოვიდნენ. ექსპერტები შეხვედრებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის", საქართველოს რკინიგზის, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან მართავენ. სამუშაო შეხვედრები მიზნად ისახავს ანაკლიის პორტის სახმელეთო ნაწილის დიზაინის დამუშავებას, რომლის შესაბამისად მუშავდება პორტთან მიმავალი საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარება და დაპროექტებაც. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის წინასწარი დიზაინი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" საქართველოს მთავრობას 2017 წლის ივნისში უნდა წარუდგინოს. პორტის დიზაინის პროექტირებაზე კიდევ ორი საერთაშორისო კომპანია - „ვან ოორდი" (Van Oord) და „როიალ ჰასკონინგი" (Royal HaskoningDHV) მუშაობს, რომლებიც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ერთად პორტის საზღვაო ნაწილის დიზაინს ადგენენ. „მოფატ ენდ ნიკოლი" საერთაშორისო ინფრასტრუქტურული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში საზღვაო ტერმინალების, ტრანსპორტის, გარემოსა და საქალაქო დაგეგმარების პროექტებშია ჩართული.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)