|
2017-03-01 10:44:13, 2238 ნახვა
სამართალი
პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ბელარუსში დაიწყო
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დელეგაციასთან ერთად დღეს ბელარუსის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის პირველ პირს მინსკის ნაციონალურ აეროპორტში ბელარუსის რესპუბლიკის ვიცეპრემიერი მიხაილ რუსი, საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმირ მაკეი, ასევე ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მიხაილ მიატლიკოვი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელარუსში დავით კოტარია დახვდნენ. ქართველ კოლეგას მასპინძლობას ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო გაუწევს. ქვეყნის პირველი პირი ვიზიტის ფარგლებში 1-2 მარტს ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს. საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია დამოუკიდებლობის სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს ჯერ პირისპირ, ხოლო შემდეგ გაფართოებული შემადგენლობით შეხვდებიან. გაფართოებული ფორმატით შეხვედრის დასრულების შემდგომ გიორგი მარგველაშვილი და ალექსანდრე ლუკაშენკო ერთობლივ დოკუმენტს მოაწერენ ხელს და მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დამოუკიდებლობის სასახლის საპატიო სტუმართა ხეივანში ხის დარგვის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. გიორგი მარგველაშვილის პატივსაცემად ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის სახელით გამართული ოფიციალური სადილის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი მინსკში გამარჯვების მონუმენტს გვირგვინით შეამკობს. 2 მარტს გიორგი მარგველაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული კრების რესპუბლიკის საბჭოს თავმჯდომარეს და ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, პრემიერმინისტრს შეხვდება. გიორგი მარგველაშვილი ბელარუსის ეროვნულ -ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო ლექციასაც წაიკითხავს. ოფიციალური დელეგაცია საქართველოში 2 მარტს დაბრუნდება.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)