|
2017-02-28 19:19:44, 2703 ნახვა
სამართალი
გიორგი ფანცულაია: გიორგი მამალაძეს ციანიდი არ ჰქონდა და არ მიჰქონდა, ის ჩაუდეს
მამა გიორგი მამალაძეს ციანიდი არ მიჰქონდა, მამა გიორგი მამალაძეს ციანიდი ჩაუდეს, - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა. მისი თქმით, ციანიდის საქმეში სასულიერო პირზეც კი არ არის საუბარი. მისივე განცხადებით, საუბარია - შორენა თეთრუაშვილზე. "მე სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, მამა გიორგი მამალაძე აბსოლოტურად არავის მკვლელობის მომზადებას არ აპირებდა, მამა გიორგი მამალაძეს ციანიდი არ ჰქონდა, მამა გიორგი მამალაძეს ციანიდი არ მიჰქონდა, მამა გიორგი მამალაძეს ციანიდი ჩაუდეს. გარდა იმისა, რომ რასაც ედავებიან, ეს არის აბსურდი, არათუ პატრიარქი, საერთოდ სასულიერო პირზე არ არის საუბარი. შორენა თეთრუაშვილზეა საუბარი. მამა გიორგი მამალაძეს 4 პირი აკავებს, მოტყუებით აჯენენ მანქანაში, მიყავთ საქართველოს მთავარ პროკურატურაში ისე, რომ არავინ არ განმარტავს მის უფლებებს და აი, ამ ფონზე ხდება მისი ამ თემაში ძალით ჩათრევა", - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)