|
2015-04-02 12:36:12, 892 ნახვა
ეკონომიკა
"ვითიბი ბანკმა" ბარათების წამახალისებელი გათამაშება დაიწყო
"ვითიბი ბანკმა" ბარათების წამახალისებელი გათამაშება დაიწყო. 1 აპრილიდან ვითიბი ბანკის Rugby Card-ის, ან ნებისმეირი სხვა ბარათის მფლობელი ავტომატურად ჩაერთო ბანკის წამახალისებელ გათამაშებაში. ბარათით ანგარიშსწორებისას, მომხმარებელი ყოველ 20, ან მეტ ლარიან ტრანზაქციაზე, 1 ბილეთს მიიღებს. გათამაშება შედგება 28 ივლისს. ლოტოტრონის პრინციპით გამოვლენილი გამარჯვებულები, 2 ოქტომბერს ინგლისში, რეგბის მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოსა და ახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრებების მატჩზე დასასწრებად გაემგზავრებიან. გათამაშებაში მონაწილეობის პრინციპი მარტივია, რაც უფრო ხშირად ხდება ანგარიშსწორება ბარათით, მით უფრო მეტი ბილეთი გროვდება და შესაბამისად, გამარჯვების შანსებიც იზრდება. ამასთან ერთად, 1 აპრილიდან ვითიბი ბანკი, მომხმარებელს სთავაზობს სპეციალურად რეგბის მსოფლიო თასისთვის შექმნილ განსაკუთრებული დიზაინის ბარათს-Rugby Card. აღნიშნული ბარათით ანგარიშსწორებისას მომხმარებელი ყოველ 20, ან მეტ ლარიან ტრანზაქციაზე გათამაშების 2 ბილეთს მიიღებს. ვითიბი ბანკის წამახალისებელ გათამაშებაზე დღევანდელ პრესკონფერენციაზე ვითიბი ბანკის საცალო ბიზნესის დირექტორმა ვალერიან გაბუნიამ ისაუბრა: "ვითიბი ბანკი ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია, შესაბამისად, გადავწყვიტეთ, თანადგომა კიდევ ერთხელ გამოგვეხატა და Rugby Card-ის გამოშვებაც სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)