|
2017-02-28 16:34:51, 1533 ნახვა
საზოგადოება
„ყატარის ავიახაზები“ თბილისსა და დოჰას შორის დღეში ორჯერ იფრენს
„ყატარის ავიახაზები“ ფრენის სიხშირეს დოჰა-თბილისი-დოჰას მიმართულებით ზრდის და მიმდინარე წლის 1 მაისიდან რეგულარულ რეისებს დღეში ორჯერ შეასრულებს. განახლებულ ფრენის განრიგს ავიაკომპანია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში უახლოეს დღეებში წარადგენს. ავიარეისები Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება. თბილისის მიმართულებით ფრენების ინტენსივობის გაზრდის შესახებ „ყატარის ავიახაზების“ მესვეურებმა ავიაკომპანიის საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლის ხუთი წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზეც ისაუბრეს. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შორის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, „ტავ ჯორჯიას,“ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანიებისა“ და მსხვილი ტურ-ოპერატორების პირველი პირები იყვნენ. როგორც ავიაკომპანიის აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის უფროსმა კომერციულმა მენეჯერმა ჯოვანი სიმონინმა შეხვედრაზე აღნიშნა, „ყატარის ავიახაზები“ დადებითად აფასებს საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირების 5 წლიან პერიოდს, ასევე ავიაკომპანიის ადგილობრივი წარმომადგენლობის წარმატებულ საქმიანობას მგზავრთა მოზიდვის თვალსაზრისით. ავიაკომპანიის ინფორმაციით, როგორც საქართველოს, ისე ყატარისა და მთლიანად შუა აღმოსავლეთის რეგიონის მგზავრების მხრიდან მოთხოვნა დოჰა-თბილისი-დოჰას მიმართულებაზე წლიდან წლამდე განუხრელად იზრდება. „ყატარის ავიახაზები“ საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2012 წლის თებერვალში შემოვიდა. ხუთვარსკვლავიანმა ავიაკომპანიამ ოპერირება დოჰა-ბაქო-თბილისი თბილისი-ბაქო-დოჰას საჰაერო ხაზზე კვირაში 7 სიხშირით დაიწყო, 2016 წლის დეკემბრიდან კი 4 ახალი სიხშირე დაამატა შუალედური (ბაქო) პუნქტის გარეშე. (NS)
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)