|
2017-02-28 13:39:47, 1898 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: მმართველ გუნდს აქვს რესურსი, კანონი ერთპიროვნულად მიიღოს, თუმცა მსჯელობისთვის ყველა საკითხი ღიაა
საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის მეორე ეტაპის შეხვედრა გაიმართა. სხდომის დასაწყისში, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სამუშაო რეჟიმის რეგლამენტი განმარტა და იმ პროცედურებზე ისაუბრა, რომელიც მეორე ეტაპის სამუშაოებს შეეხება. „ორი კვირის წინ ჩვენ დავასრულეთ კონსულტაციების პირველი რაუნდი და დღეს იწყება სამუშაო შეხვედრების მეორე ეტაპი, სადაც განვიხილავთ უკვე იმ რედაქციებს, რომლებიც წარმოდგენილია თქვენ წინაშე. ეს რედაქციები მომზადდა იმ შეთავაზებების შესაბამისად, რომლებიც წარმოდგენილ იქნა სამუშაო ჯგუფის წევრების მიერ. გამომდინარე იქიდან, რომ შემოთავაზებების რაოდენობა იყო ძალიან ბევრი და ბუნებრივია ყველა შემოთავაზება ვერ აისახებოდა ახალ რედაქციაში თუნდაც ალტერნატივების სახით, სარედაქციო ჯგუფს დასჭირდა ყველა მოსაზრების გარკვეულ დონეზე გადამუშავება, თუმცა დღეს კიდევ ერთხელ შეგვიძლია მივუბრუნდეთ ყველა ინიციატივას და ამის საფუძველზე გავიაზროთ თითოეული მუხლი“, - განაცხადა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძემ სამუშაო ჯგუფის წევრებს მმართველ გუნდთან გამართულ კონსულტაციებზე ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ კომისიის წევრთა თხოვნის შესაბამისად, სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით უმრავლესობის პოზიციების გაცნობა შესაძლებელი გახდება, თუმცა ამ მოსაზრებებს სავალდებულო ძალა არ აქვს და მასზე მსჯელობა კვლავ გაგრძელდება. „კომისიის წევრთა თხოვნის საფუძველზე, სამუშაო ჯგუფისთვის მმართველი გუნდის პოზიციების გაცნობისთვის, შეხვედრა გაიმართა. შესაბამისად, ჩვენ დღესაც შეგვიძლია კონკრეტულ მუხლებთან და თავებთან დაკავშირებით წარმოგიდგინოთ ჩვენი მოსაზრებები. რა თქმა უნდა, ამ მოსაზრებებს სავალდებულო ძალა არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ მმართველ გუნდს აქვს იმის რესურსი, რომ თუნდაც ერთპიროვნულად მიიღოს კანონი საქართველოს პარლამენტში, ამის მიუხედავად ყველა საკითხი დისკუსიისთვის და მსჯელობისთვის ღია და გახსნილია“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა კონსტიტუციის პრეამბულის და ზოგადი დებულებების მუხლების რედაქციული ვარიანტების და ალტერნატივების განხილვით გაგრძელდა.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)