|
2017-02-28 13:28:27, 1184 ნახვა
საზოგადოება
სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებს ადაპტირებული ტრანსპორტი გადაეცათ
თბილისის მერია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების ადაპტირებული ტრანსპორტით უზრუნველყოფას აგრძელებს. თბილისის მერიის ინფორმაციით, „ინკლუზიური განათლების ხელმისაწვდომობის“ პროგრამის ფარგლებში, თბილისის მერიამ დამატებით ოთხი ახალი ადაპტირებული მიკროავტობუსი შეიძინა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, დედაქალაქის მერიამ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, 11 საჯარო სკოლა შეარჩია, რომლებსაც აღნიშნული მიკროავტობუსები მოემსახურება. ადაპტირებული ტრანსპორტით, თბილისშიამ ეტაპზე სულ 50 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე სარგებლობს. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების დამოუკიდებელ და უსაფრთხო გადაადგილებასა და სასწავლო პროცესში აქტიურ ჩართულობას. დღეს ადაპტირებული ტრანსპორტი მე-60 საჯარო სკოლას გადაეცა. მიკროავტობუსების გადაცემის პროცესს სკოლაში თბილისის მერი დავით ნარმანია, მისი მოადგილე ნინა ხატისკაცი და მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავადაესწრნენ. თბილისის მერის თქმით, სკოლებს 4 ახალი ადაპტირებული მიკროავტობუსი გადაეცათ და დედაქალაქის მერია დამატებით კიდევ 2 მიკროავტობუსის შეძენას გეგმავს. დავით ნარმანიას თქმით, მიკროავტობუსების ტრანსპორტირებისა და ექსპლუატაციის ხარჯებს თბილისის მერია სრულად უზრუნველყოფს. „გასულ წელს, სკოლებს ჩვენ 2 ადაპტირებული მიკროავტობუსი გადავეცით. წელს შევიძინეთ 4 და კიდევ 2 მიკროავტობუსის შეძენას ვგეგმავთ, რათა მთლიანად იყოს ის საჭიროება უზრუნველყოფილი, რაც ქალაქში ამ თვალსაზრისით არსებობს. მიკროავტობუსები მოემსახურებათ, როგორც სპეციალური საჭიროების მქონე სკოლის მოსწავლეებს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც მერიის პარასპორტულ ცენტრში ვარჯიშობენ. ამდენად, როგორც საგანმანათლებლო თვალსაზრისით, ასევე ცხოვრების ჯანსაღიწესის უზრუნველყოფის მიზნით მსგავსი სატრანსპორტო საშუალებების შეძენა ძალიან მნიშვნელოვანია“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. მე-60 საჯარო სკოლაში, თბილისის მერთან ერთად,საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი და საკრებულოს დეპუტატი თამარ ტალიაშვილი იმყოფებოდნენ. (NS)
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)