21:06 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-28 12:21:54, 2318 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი ბანკის“ ფინანსურმა დირექტორმა გალარების შესახებ კლიენტების კითხვებს უპასუხა

"თიბისი ბანკში" სესხების გალარების თემაზე მომხმარებლებთან შეხვედრა გაიმართა.

სესხების გალარების პროგრამის შესახებ კლიენტების შეკითხვებს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ და ფინანსურმა დირექტორმა, გიორგი შაგიძემ უპასუხა. სესიის მიზანი სესხების გალარების შესახებ მომხმარებლებისათვის სრული, პროფესიონალური ინფორმაციის მიწოდება იყო.

„ჩვენი მიზანია, რომ ჩვენმა კლიენტებმა ამომწურავი პასუხი მიიღონ პროგრამასთან დაკავშირებულ ყველა კითხვაზე. ჩვენ მათ ვესაუბრეთ ლარში სესხებსა და დოლარში სესხებს შორის სხვაობაზე, გაცვლით კურსზე, ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთზე. ყველა ის საკითხი მოვიცავით, რომელიც უკავშირდებოდა სესხების გალარების თემას. პროგრამის დასრულებამდე კლიენტების გააქტიურებას ველოდებით. ჩვენი მიზანია, რომ მათ თავად მიიღონ გაცნობიერებული გადაწყვეტილება საკუთარ სესხებთან დაკავშირებით და ინფორმაცია ჰქონდეთ ყველა იმ ფაქტორზე, რომელიც ლარისა თუ დოლარის სესხზე ახდენს გავლენას,"- აცხადებს გიორგი შაგიძე.

შეხვედრა თიბისი ბანკში საათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics