08:05 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-28 12:08:39, 2390 ნახვა

სამართალი კომენტარი
დეკანოზ მამალაძის ადვოკატი: შეიძლება ბევრი რამე დასახელდეს და ბევრ რამეს აეხადოს ფარდა

„მამა გიორგი მამალაძის დაკითხვა, ალბათ, რამდენიმე დღე გაგრძელდება, აქედან გამომდინარე შეიძლება ბევრი რაღაც დასახელდეს და ბევრ რამეს აეხადოს ფარდა“,-ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა  ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, როგორც რამიშვილმა აღნიშნა, საქმესთან დაკავშირებით, შეიძლება კიდევ ბევრი ადამიანი დაიკითხოს.

„იქიდან გამომდინარე, რომ გამოძიება მიმდინარეობს, როცა ჩავთვლი საჭიროდ, საზოგადოებამ იცოდეს, ვისზეა საუბარი, დავასახელებ. ჯერ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდეს და მერე ვისაუბრებ მაგაზე. იარაღის საკითხს რაც ეხება, ჯერ მანამდე არ მივსულვართ, ხოლო თხრობით ფორმაში დეკანოზმა გააჟღერა, საიდან შეიძლებოდა ან ვისგან შეიძლებოდა აღნიშნული იარაღი მასთან“, - აღნიშნა  რამიშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ დეკანო გიორგი მამალაძის დაკითხვა 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც დაკითხვის შემდეგ პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, ვინაიდან ბრალდებულისგან მიღებული ინფორმაცია საკმაოდ ვრცელი იყო, ყველა კითხვის დასმა ვერ მოესწრო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics