2017-02-25 20:23:03, 3195 ნახვა
მსოფლიო
მთიან ყარაბაღში სამხედროების შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა
მთიან ყარაბაღში კონფლიქტში ჩართულმა მხარეებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს. სამხედროების შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა.
აზერბაიჯანის სამხედრო მეთაურობის ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ფიზულინის რაიონში აზერბაიჯანელი სამხედროების პოზიციების გარღვევა და სიმაღლეების აღება სცადეს, თუმცა ჯარისკაცებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს და უკან დაახევინეს.
ბაქოში აცხადებენ, რომ მსხვერპლია ორივე მხრიდან, თუმცა დაღუპულთა რაოდენობას არ აკონკრეტებენ.
ბაქოს ვერსიას უარყოფს სომხეთი. ერევანი და თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენლები ბაქოს დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სწორედ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა გახსნეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან