17:18 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-25 09:21:47, 1395 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს არქივმა საბჭოთა ოკუპაციის თემაზე მომზადებული წიგნის პრეზენტაცია გამართა

შსს-ს არქივმა ბათუმში საქართველოს გასაბჭოების თემაზე მომზადებული წიგნის - „საქართველოს ოკუპაცია, ბოლშევიკური ინტერპრეტაციები (1921)“ - პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება საბჭოთა ოკუპაციის დღეს მიეძღვნა.

წიგნში თავმოყრილია შსს-ს არქივში დაცული, საქართველოს გასაბჭოების ამსახველი მასალები - რუსი სამხედრო მოსამსახურეების ჩანაწერები საქართველოს ოკუპაციისა და ქვეყანაში გატარებული პერიოდის შესახებ.

გამოცემა მკვლევარებსა და მკითხველთა ფართო წრეს იმ ისტორიული ფონის შესწავლის შესაძლებლობას აძლევს, რომელიც საქართველოს გასაბჭოების დროს არსებობდა. აღნიშნული წიგნის მეშვეობით, შსს-ს არქივის ფონდებში დაცული უნიკალური საარქივო მასალა საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახდა.

პრეზენტაციაზე საბჭოთა ოკუპაციის პერიოდის ამსახველი გამოფენა და შსს-ს არქივის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმის -  „1921“ ჩვენება მოეწყო.

ღონისძიებას შსს-ს აკადემიის და შსს-ს არქივის წარმომადგენლები, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics