|
2017-02-24 17:59:49, 1207 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია 13-14 ივნისს სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
თბილისის მერია სტიქიის შედეგად დაზარალებული იმ 5 ოჯახის შესახებ, რომელთაც საცხოვრებელი სახლები კანონიერ მფლობელობაში არ ჰქონიათ, განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულებს შორის აღმოჩნდა 13 ოჯახი, რომელთაც არ გააჩნდათ საკუთრების მოწმობა. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ მერიამ მაინც გაუკეთა შეთავაზება საცხოვრებელი სახლისა და ფულადი დახმარების სახით, რასაც 8 ოჯახი დაეთანხმა, ხუთმა კი ჯერ - თანხმობა, ხოლო მოგვიანებით უარი განაცხადა. "13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულებს შორის აღმოჩნდა 13 ოჯახი, რომელთაც არ გააჩნდათ საკუთრების მოწმობა. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, თბილისის მერიამ მათ მაინც გაუკეთა შეთავაზება საცხოვრებელი სახლისა და ფულადი დახმარების სახით, რასაც 8 ოჯახი დაეთანხმა, ხუთმა კი ჯერ - თანხმობა, ხოლო მოგვიანებით უარი განაცხადა. შეთავაზებაზე უარი თქვეს: დავით გურგენიძემ - 2 ბინა და 75 000 ლარი ( ხუთსულიანი ოჯახი) დაზარალებულთათვის დახმარების გაცემის ოდენობა „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2015 წლის 5 ივლისის №17-66 დადგენილების საფუძველზე განისაზღვრა. მიუხედავად უძრავ ქონებებზე საკუთრების უფლების არ ქონისა, აღნიშნულმა პირებმა მუნიციპალიტეტისგან კიდევ უფრო მასშტაბური ფულადი დახმარება მოითხოვეს და მიმართეს სასამართლოს. გვინდა აღვნიშნოთ, რომ გადაწყვეტილების მიღებისას თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ იხელმძღვანელა მოქმედი კანონმდებლობითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. იმ შემთხვევაში, თუ არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი მოცემულობა შეიცვლება, სააგენტო იმოქმედებს სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მისთვის დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში", - წერია განცხადებაში.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)