|
2015-04-01 19:28:59, 447 ნახვა
პოლიტიკა
სერგეენკო: შრომის ინსპექცია 1 თვეა შექმნილია და ინსპექტორების გადამზადება უახლოეს დღეებში დაიწყება
შრომის ინსპექცია 1 თვეა რაც შექმნილია და შესაბამისი სპეციალისტებისა და ინსპექტორების გადამზადება უახლოეს დღეებში დაიწყება,-ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა. "დღეს გქვონდა შეხვედრა ადამიანის უფლებების დაცვაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდა უჩა ნანუაშვილი, მის ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო რომ არ არის შექმნილი შრომის ინსპექცია.ჩვენ იქვე გავუზიარეთ ინფორმაცია, მე წუხილი გამოვთქვი, რომ ის არ იყო ამის შესახებ ინფორმირებული. ერთი თვეა რაც შეიქმნა შრომის ინსპექცია. უახლოეს დღეებში დაიწყება შესაბამისი სპეციალისტების, ინსპექტორების გადამზადება და ის გეგმა, წლის განმავლობაში რაც განხორციელდება, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტებთან ერთად გავწერეთ და მჯერა, რომ ეს განხორციელდება და ამ მიმართულების მართვა იქნება ეფექტური",-განაცხადა დავით სერგეენკომ. მისივე თქმით, დაჯარიმების ფუნქცია შესაძლოა, მიმდინარე წლიდან იყოს. რაც შეეხება ჯარიმებს, სერგეენკოს განმარტებით, გაწერილია დარღვევების სიმძიმის ხარისხი- მსუბუქი ხარისხის დარღვევებზე პირველი ნაბიჯი სარეკომენდაციოა. რაც შეეხება საჯარიმო სანქციების რაოდენობას, სერგეენკოს თქმით, ეს შრომის კანონში უნდა ჩაიდოს, რაც პარლამენტის პრეროგატივაა. "შრომის ინსპექციის წესდებაში ეს ყველაფერი გაწერილია.გაწერილია დარღვევების სიმძიმის ხარისხი. მსუბუქი ხარისხის დარღვევებზე პირველი ნაბიჯია სარეკომენდაციო, როდესაც შრომის ინსპექტორი რეკომენდაციას უწევს, თუ როგორ გამოასწოროს, დანარჩენი ყველაფერი გაწერილია. რაც შეეხება ჯარიმებს, საჯარიმო სანქციების რაოდენობას, ეს უკვე უნდა ჩაიდოს შრომის კანონში, შესაბამისად, ეს იქნება პარლამენტის პრეროგატივა",-აღნიშნა დავით სერგეენკომ.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)