|
2017-02-24 14:04:23, 2514 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბანკში“ ენდრიუ მაქქართის საჯარო ლექცია გაიმართა
„ფინანსური სერვისების მკვეთრი ზრდა, რომელიც მომხმარებელთა კმაყოფილებაზეა ორიენტირებული," - ამ თემაზე თიბისი გალერეაში პროფესორმა ენდრიუ მაქქართიმ საჯარო ლექცია გამართა. ლექცია-ვორქშოპს თიბისი ბანკის თანამშრომლები, ბიზნესკლიენტები და თსუ-ს საერთაშორისო ეკონომიკური სკოლის ISET-ის მაგისტრანტები ესწრებოდნენ. KPMG-ის კვლევების მიხედვით, 2020 წლისთვის მსოფლიოში მობაილბანკის გამოყენება გაორმაგდება და მას 1.8 მილიარდი მომხმარებელი ეყოლება. ასეთი სწრაფი ზრდა ბანკებს უსაზღვრო შესაძლებლობებს აძლევს ინოვაციური მიდგომებისათვის, რათა მოიზიდონ ახალი მომხმარებლები და შეინარჩუნონ არსებული. დისტანციური მომსახურების მოქნილობა, სისწრაფე და განსაკუთრებული აქცენტი მომხმარებელზე, საბანკო-საფინანსო ინდუსტრია მთელს მსოფლიოში დგას ამ გამოწვევების წინაშე. პროფესორი ანდრიუ მაქქართი არის დიზაინერი, კონსულტანტი და პედაგოგი. მისი აკადემიური განათლება მოიცავს ფილოსოფიას, პოლიტიკურ მეცნიერებებს, მეცნიერების ისტორიასა და მათემატიკას, ასევე ხელოვნებას და დიზაინს. ენდრიუ მაქქართი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მუშაობდა წამყვან ბრენდებთან არტ-დირექტორის და კრეატიული კონსულტანტის პოზიციაზე. მისი კლიენტები იყვნენ BBVA, Google Spain, Adidas, MTV Productions, Paramount, BP, Dimension Data, Loewe, MetroMadrid, AENA, GE Health Care, Ferrovial, and Scholastic და ბევრი სხვა, ცნობილი მსოფლიო ბრენდი. პროფესორი მაქქართი კონსულტაციებს უწევდა მულტინაციონალურ ორგანიზაციებს ინოვაციური პროცესების დანერგვის, design thinking-ის, სტატეგიული დაგეგმარებისა და მომხმარებელთა გამოცდილებაზე დაფუძნებული სერვისების დანერგვის კუთხით. მაქქართი არის მადრიდის Instituto de Empresa-ს ასოცირებული პროფესორი. ახლახანს ის IE School of Human Science and Technology-ის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი გახდა. პროგრამა მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევებს და სერვისებში ინოვაციების დანერგვას ეხება და ის 2017 წლის შემოდგომაზე დაიწყება.
(R)
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)