|
2017-02-23 18:08:56, 1010 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრი იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოს პარლამენტში 1921 წელს რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იუნკრები სობოროს ტაძრის ეზოში (ახლანდელი საქართველოს პარლამენტის თბილისის სასახლის შიდა ეზო) არიან დაკრძალულები და მათი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი პარლამენტის სასახლის ხარების სახელობის სამლოცველოში აღევლინა. დაღუპული გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, ასევე იუნკრების შთამომავლები და ჩოხოსნები დაესწრნენ. იუნკრების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდის შემდეგ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პარლამენტის წევრებთან ერთად საკანონმდებლო ორგანოს ეზოში არსებული იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გვირგვინებით შეამკეს და სტუმრებს სიტყვით მიმართეს. „ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ გმირების წინაშე, რომლებმაც მაგალითი გვიჩვენეს თუ რა არის ქართული და ეროვნული ღირებულებები. საქართველოს დამოუკიდებლობა და მისი თავისუფლებისთვის ბრძოლა მუდამ იყო ქართველების საზრისი, რისთვისაც თავი გაწირეს იუნკრებმა და ეს თავგანწირვა ჩვენ დღესაც გვაძლიერებს. სწორედ ამ სულისკვეთებამ მოგვიყვანა ქართველი ერი დღეს აქამდე. მათ სულისკვეთებას ჩვენ დღეს ჩვენი ქვეყნის განვითარებით, იმ რეფორმებით ვაძლიერებთ, რასაც დემოკრატიული რეფორმები ჰქვია, რადგან საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ თავი იგრძნოს თავისუფლად და მისი ღირსეული არსებობა ოპტიმალურად იყოს უზრუნველყოფილი. ვაძლიერებთ ამ სულისკვეთებას და თავდაცვის უწყებაში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ვიწყებთ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის, სამხედრო მზადყოფნის გაძლიერებას უკავშირდება“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ. ირაკლი სესიაშვილის თქმით, გორის ეროვნული აკადემია იუნკერთა გამორჩეული სასწავლებელია და მის მიმართ ინტერესი იმდენად დიდია, რომ კარგი იქნება თუ მსგავსი დონის სასწავლებელი დასავლეთ საქართველოშიც გაიხსნება. ღონისძიებას მარო მაყაშვილის შთამომავალი, ლეიტენანტი გიორგი როსტომაშვილი დაესწრო, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის საჰაერო თავდაცვის ბრიგადაში მსახურობს. მისი თქმით, მთავარი მოტივაცია რომ ქვეყნის სამსახურში ჩამდგარიყო სწორედ მისი წინაპარი, მარო მაყაშვილი იყო. პარლამენტის ეზოში იუნკრების ფოტოგამოფენაც გაიმართა, რომელიც მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს.
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
მდინარაძე: ტრადიციული ღირებულებები ქართული საზოგადოების მთავარი ორიენტირია
ცოტნე ივანიშვილი აცხადებს, რომ ძალადობას გმობს, თუმცა არ არის იმ პოზიციაში, რომ რაიმე ქმედითი გააკეთოს
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)