|
2017-02-23 13:57:34, 947 ნახვა
სამხედრო
საქართველოს ნატო-ს სამხედრო კომიტეტი ეწვევა
2-3 მარტს საქართველოს ნატოს სამხედრო კომიტეტი ესტუმრება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო მაღალჩინოსნებს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი პეტრ პაველი უხელმძღვანელებს. მათ საქართველოში გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია უმასპინძლებს. სამხედრო კომიტეტი ნატოს უმაღლესი და მუდმივმოქმედი სამხედრო ორგანოა. მისი ძირითადი ფუნქციაა ალიანსის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებს - ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსა და ბირთვული დაგეგმარების ჯგუფს სამხედრო რეკომენდაციები წარუდგინოს. ნატოს სამხედრო კომიტეტი საქართველოში უკვე მეორედ ჩამოდის. მაღალი დონის ვიზიტი ალიანსის მხრიდან საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე, ნატო-საქართველოს ინტენსიური და წარმატებული თანამშრომლობის და მუდმივი მხარდაჭერის მკაფიო გზავნილია. ვიზიტი ნატო-საქართველოს სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციაზე მსჯელობის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა. ალიანსის წევრი ქვეყნების სამხედრო პირები ადგილზე, უშუალოდ გაეცნობიან ნატო-საქართველოს შორის არსებულ სამხედრო-პოლიტიკურ ურთიერთობებს. საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი პეტრ პაველი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, საქართველოს თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას და გენერალური შტაბის უფროსს, ბრიგადის გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას პირისპირ შეხვდება. სასტუმროში „რადისონ ბლუ ივერია“ საქართველოს მონაწილეობით ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიმართება. დაგეგმილია ალიანსის სამხედრო კომიტეტის სტუმრობა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC), სადაც ქართული ქვედანაყოფის ავღანეთში გადასროლისწინა საჩვენებელი წვრთნა გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში ალიანსის წევრი ქვეყნების სამხედრო პირები გმირთა მოედანზე მდებარე მემორიალს გვირგვინით შეამკობენ და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას მოინახულებენ.
(NS)
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)