|
2017-02-23 12:31:31, 1133 ნახვა
საზოგადოება
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს მოლდოვის დელეგაცია ესტუმრა
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს მოლდოვის რესპუბლიკის ოფიციალური დელეგაციის წევრები ესტუმრნენ. დელეგაციაში მოლდოვის ჯანდაცვის სამინისტროს, სასწრაფო დახმარების ეროვნული ცენტრის, ქვეყნის 112-ის სამსახურისა და პროექტ РЕПЕМОЛ-ის წარმომადგენლები შედიოდნენ. თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცმა და ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მაკა გვარამიამ სტუმრებთან ერთად დაათვალიერეს თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის სამედიცინო აღჭურვილობა. მოლდოვის დელეგაცია იმყოფებოდა სასწავლო ცენტრში, დაათვალიერა მე-9 და მე-12 რაიონული სამსახურები, გაეცნო ცენტრში ბოლო დროს დანერგილ სიახლეებს. ნინა ხატისკაცის განცხადებით, მოლდოვის დელეგაცია საქართველოში იმ სერვისების გასაცნობად არის ჩამოსული, რომელსაც საქართველო გადაუდებელი დახმარების კუთხით ახორციელებს თბილისსა და ქვეყანაში. ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მაკა გვარამიამ სტუმრებს თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მუშაობის სპეციფიკა გააცნო და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმაც დასახეს. „სტუმრებს აინტერესებდათ, როგორ არის განვითარებული „112“-ის სერვისი საქართველოში. მოეწონათ ჩვენი აღჭურვილობა, გადამზადების ცენტრი და განაცხადეს, რომ აუცილებლად გაიზიარებენ ჩვენს გამოცდილებას“, - განაცხადა მაკა გვარამიამ. როგორც მოლდოვის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ოლეგ კრეჩუნმა ცენტრში ვიზიტისას განაცხადა, მოლდოვაში 112-ის სამსახური ახლა ფორმირების სტადიაშია და მათთვის მნიშვნელოვანია ქართული მხარის გამოცდილების გაცნობა. „მოხიბლულები ვართ იმით, რაც საქართველოში ვნახეთ. მედპერსონალი შესანიშნავად არის აღჭურვილი, ძალიან კარგი ავტომობილები გაქვთ, იგრძნობა, როგორ ზრუნავს ქართული მხარე სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებაზე და უზრუნველყოფს ექიმების კვალიფიკაციის ამაღლებას“, - აღნიშნა მოლდოვის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ოლეგ კრეჩუნმა.
(NS)
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)