|
2017-02-21 16:08:23, 2238 ნახვა
სამართალი
პროკურატურა მაია რჩეულიშვილისგან გადახდილი გირაოს ოდენობის ქონების ჩამორთმევას ითხოვს
პროკურატურა მაია რჩეულიშვილისგან გადახდილი გირაოს ოდენობის ქონების ჩამორთმევას ითხოვს. აღნიშნული შუამდგომლობა პროკურატურამ „ცენტრ პოინტის“ საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე დღეს დააყენა. მაია რჩეულიშვილს, რუსუდან კერვალიშვილსა და „დექსუსის“ ყოფილ დამფუძნებელ ივანე ცაგურიას 250 ათასი ლარის ოდენობით გირაო აქვთ შეფარდებული. სწორედ აღნიშნული ოდენობის ქონების ჩამორთმევას ითხოვს ბრალდება მაია რჩეულიშვილისგან. ქონება ამ დროისთვის დაყადაღებულია. ცნობისთვის, პროკურატურამ შუამდგომლობის არგუმენტად ახალი ბრალდება დაასახელა, რომელიც მაია რჩეულიშვილს ე.წ. ბათუმის მაგნოლიის ეპიზოდზე აქვს წაყენებული. ჯერ უცნობია, დაკმაყოფილდება თუ არა ეს შუამდგომლობა. დღეს ამ საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხნენ. როგორც საქმის პროკურორი ამბობს, მოწმეებმა ის გარემოება დაადასტურეს, რომ კომპანიაში არსებული თანხების გადინება უკანონოდ ხდებოდა და სწორედ თანხების არამიზნობრივი ხარჯვის გამო მოხდა ის, რომ „ცენტრ პოინტის“ რამდენიმე ობიექტზე მშენებლობა შეჩერდა. დაცვის მხარე პროკურატურის ამ განმარტებას არ ეთანხმება. შეგახსენებთ, რომ ამ საქმეზე რამდენიმე წელია სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. ბრალდებულებს გირაო აქვთ შეფარდებული. ამასთან, დღეს, ე.წ. ბათუმის მაგნოლიის საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართა. აღნიშნულ ეპიზოდზე მაია რჩეულიშვილს და გურამ რჩეულიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები დაიკითხნენ. სხდომას ბრალდებულები არ დაესწრნენ. მაია რჩეულიშვილის ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)