|
2017-02-21 14:12:05, 1143 ნახვა
საზოგადოება
მდინარე მტკვრის მასშტაბური გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს
მდინარე მტკვრის მასშტაბური გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. თბილისის მერი დავით ნარმანია, მოადგილესთან - გიგა ნიკოლეიშვილთან, რომელიც უშუალოდ კურირებს პროცესს, და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორთან, ზვიად ქაწაშვილთან ერთად, დღეს, პირადად იმყოფებოდა ლოკაციებზე და სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. “დავიწყეთ მტკვირს გაწმენდითი სამუშაოები, აქ არის მდინარის მიერ ჩამოტანილი ნარჩენები, ისევე როგორც, გასასხლავია ხე-მცენარეები, ამიტომაც პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს პროცესი, რომელშიც მერიის ყველა ძირითად სამსახურთან ერთად ჩართულია შსს-ს შესაბამისი სამსახურები. ერთობლივი ძალსხმევით უახლოესი შემდგომი ერთი კვირის, ან ათი დღის განმავლობაში ვიმუშავებთ ინტენსიურად და გავასუფთავებთ მტკვრის კალაპოტს, რათა ერთის მხრივ, გარემოსდაცვითი და ეკოლოგიური თვალსაზრისით იყოს მოწესრიგებული და, მეორეს მხრივ, ტურისტებისთვის, ვიზიტორებისთვის, ჩვენი თანამოქალაქეებისთვის სანახაობრივად ეს ყველაფერი იყოს სუფთა,”- განაცხადა დავით ნარმანიამ. მტკვარი და მისი მიმდებარე ტერიტორია სპეციალური ტექნიკის საშუალებით იწმინდება წლების განმავლობაში დაგროვილი სხვადასხვა სახის ნარჩენისგან, ლამისგან, ლაქაშისგან და ა.შ. მიმდინარეობს ხეების სხვლა-ფორმირება, ის ხე-მცენარეები კი, რომლებიც გამხმარია, ან მტკვრის ჯებირს აზიანებენ, იჭრება. სამუშაოებში თბილისის მერიის კეთილმოწყობისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის თანამშრომლები, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლები, ასევე, შსს-ს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები, მათ შორის ალპინისტები არიან ჩართულნი. მტკვრის მასშტაბური გაწმენდითი სამუშაოები პერმანენტული ხასიათისაა და რამდენიმე დღეს გასტანს. ჯამში, დაახლოებით, 10 კმ-იანი მონაკვეთი დასუფთავდება. გაწმენდითი სამუშაოები თავდაპირველად ორ ლოკაციაზე მიმდინარეობს - ორთაჭალის ჰესთან და მარცხენა სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთ გზაჯვარედინთან ( რესტორანი „აფხაზეთი“-ს მიმდებარედ). საგზაო შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, სამუშაოები 11:00 საათიდან 16:00 საათამდე გასტანს. დაცულია უსაფრთხოების ყველა ზომა, რომელსაც შსს-სთან ერთად მერიის შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ. (NS)
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)