20:15 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-21 12:36:03, 2563 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობას საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის საქართველოს ეროვნულ ბანკში დაბრუნების კანონპროექტი წარუდგინა

საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის გადაცემის შესახებ კანონპროექტთა პაკეტი წარადგინა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

„ბოლო პერიოდში მომხდარი ცვლილებების შედეგად ჩვენ ჩავთვალეთ, რომ საფინანსო სექტორის ზედამხედველობა უნდა დაბრუნებულიყო ეროვნულ ბანკში. აქედან გამომდინარე, ჩვენ აღარ დაველოდეთ საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობას ამ საკითხზე და საქართველოს პარლამენტს პირვანდელი სახით წარვუდგენთ იმ კანონპროექტებს, რომელიც ეხება საფინანსო სექტორის ზედამხედველობას," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

აღნიშნული პაკეტი ითვალისწინებს 17 კანონში ცვლილების შეტანას და იმ სტატუს-კვოს აღდგენას, რომელიც 2015 წლამდე არსებობდა, როდესაც საფინანსო სექტორის ზედამხედველობა ეროვნული ბანკის ერთერთ ფუნქციას წარმოადგენდა. მოგვიანებით მიღებული კანონით აღნიშნული ფუნქცია დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს გადაეცა, თუმცა საკანონმდებლო ცვლილება საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა. 

პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, ასევე, შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიმდინარე მოლაპარაკებებს. „ჩვენ ამჟამად ძალიან აქტიურ პროცესში ვართ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებებში. მათთვის, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია და დადებითი მოვლენაა აღნიშნული გადაწყვეტილება," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics