06:17 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-18 17:17:15, 2239 ნახვა

კომენტარი
ფატუ ბენსუდა აგვისტოს ომზე: გამოძიება სრული სისწრაფით მიმდინარეობს

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ფატუ ბენსუდას განცხადებით, საქართველოს საქმეზე გამოძიება სრული სისწრაფით მიმდინარეობს.

ამის შესახებ პროკურორმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც ბენსუდამ აღნიშნა, გიორგი კვირიკაშვილთან საკმაოდ ვრცელი დისკუსია გაიმართა, სადაც, ბუნებრივია, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიებაზე ისაუბრეს.  

"ძალიან ვრცელი დისკუსია მქონდა პრემიერ-მინისტრთან, როგორც ყოველთვის საუბარი შეეხო საქართველოს და იმ გამოძიებას, რომელიც, როგორც იცით, უკვე დაწყებულია. ჩვენგან იყო თხოვნა, რომ შესრულდეს ის შეთანხმება, რომელიც გულისხმობს ჩემს ოფისთან თანამშრომლობას და მე მან დამარწმუნა, რომ ეს შეთანხმება გაგრძელდება და საქართველო ითანამშრომლებს გამოძიების პროცესში. გამოძიება სრული სისწრაფით მიმდინარეობს, ჩვენი ჯგუფი აპირებს საქართველოში ჩამოსვლას", - განაცხადა ფატუ ბენსუდამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics