|
2015-04-01 13:19:24, 2225 ნახვა
ეკონომიკა
ავტოიმპორტიორებს განბაჟების ვადა გაეზრდებათ და ჯარიმებზე შეღავათები ექნებათ
ავტოიმპორტიორებს განბაჟების ვადა გაეზრდებათ და ჯარიმებზე შეღავათები ექნებათ. ცვლილება „საგადასახადო კოდექსში“ შედის, რომლის ინიციატორიც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურია. პროექტის თანახმად, საქართველოში 1 აპრილამდე შემოტანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, გათავისუფლდება კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმებისაგან, თუ იგი მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოფს მის გაფორმებას- გააიმპორტებს, ან რეექსპორტზე გაიყვნას. ამ რეგულაციით სულ მცირე 1000 ლარით "გაუიაფდება" მანქანა. სულ მცირე 1000 ლარით გაიაფებაში კი, კავკასიის ავტოიმპორტის დამფუძნებლის გიორგი სურგულაძის განმარტებით, იგულისხმება, რომ მანქანებმა, რომლებმაც ვერ მოასწრეს საბაჟო ტერმინალში შესვლა, ძველი კანონით მათ დაერიცხათ 1000 ლარიანი საბაჟო ჯარიმა და 500 ლარიანი შსს-ს მომსახურების, ანუ ტრანზიტული ნომრების ჯარიმა. „საუბარია ამ ორი ჯარიმის მოხსნაზე, რომელიც ფაქტობრივად 1500 ლარია“, – აღნიშნა სურგულაძემ. ასევე, გაუქმდება დაჯარიმება ამ ვადიდან 90 დღემდე გამოუცხადებლობაზე. შემდეგი ცვლილების თანახმად, თუ იმპორტიორმა 90 დღის განმავლობაში ვერ მოახერხა გაყიდვა, საბაჟო საწყობის რეჟიმში ავტომობილის განთავსების პირობები მარტივდება ამასთან, ეს რეჟიმი საბაჟო საწყობის გარდა სხვა ადგილებზე გავრცელდება, როგორიცაა ბაზრობა და ა.შ. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის უფროსის გიორგი თაბუაშვილის ხელმძღვანელობით, ავტომობილების იმპორტიორებთან შეხვედრა გაიმართა. როგორც თაბუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, იმპორტირებული ავტომობილების რეალიზება სწრაფად ვერ ხერხდება. აღნიშნული ცვლილება კი, მისივე თქმით, ავტოიმპორტის ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება. „ჩვენ ამ საკითხზებზე მუშაობა გარკვეული პერიოდის წინ დაწყებული გვქონდა. ავტოიმპორტიორებთან კონსულტაციებს ვმართავდით და შეჯრებული ვარიანტი გვაქვს. ცვლილება, რომელიც ძალაში შევა, დიდ შეღავათს მისცემს ავტოიმპორტიორებს“, – განაცხადა თაბუაშვილმა. ავტოიმპორტიორი გიორგი სურგულაძის შეფასებით, აღნიშნული ცვლილებები ამ ბიზნესის ახლანდელ მდგომარეობას შეამსუბუქებს. „სახელმწიფოს მხრიდან, საკმაოდ ეფექტური ცვლილებები ხორციელდება, რომელიც ვფიქრობ, ბიზნესს რთულ მდგომარეობას შეუმსუბუქებს“, – აღნიშნა სურგულაძემ.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)