06:16 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-18 12:51:34, 2040 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
დეკანოზ გიორგი მამალაძის მეგობარი - მამაოს გულის ოპერაცია აქვს გადატანილი

დეკანოს გიორგი მამალაძის მეგობრის მარიამ ტარიელაძეს განცხადებით, მამა გიორგის გულის ოპერაცია აქვს გადატანილი და ორჯერ კლინიკური სიკვდილი ჰქონდა.

როგორც ტარიელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დეკანოზი რეანიმაციულ განყოფილებაში რამდენჯერმე იმყოფებოდა.

"ყველამ კარგად ვიცით, რომ მამაოს გულის ოპერაცია აქვს გადატანილი. ორჯერ ჰქონდა კლინიკური სიკვდილი. ამის შემდეგ, ოპერაციის შემდეგადაც რამდენჯერმე რეანიმაციულ განყოფილებაში მოხდა და ახლა ამდენი ემოციის და სტრესული მდგომარეობის შემდეგ, როგორ შეიძლება ადამიანი აქ არ აღმოჩნდეს?!", - აღნიშნა ტარიელაძემ.

ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. მატროსოვის ციხიდან ჩაფიძის გულის ცენტრში გუშინ გვიან ღამით გადაიყვანეს. როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ზაზა ლაზარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დეკანოზი მათთან გონების დაკარგვის დიაგნოზით შეიყვანეს.

მისივე თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა გამოკვლევების ჩასატარებლად და მკურნალობის გასაგრძელებლად ის კლინიკაში რჩება.

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურის თანამშრომლებმა მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით 10 თებერვალს დააკავეს. 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. იგი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 15 თებერვალს კი, ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ დეკანოზი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics