11:49 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-17 19:25:40, 1752 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციის გახსნას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციის გახსნას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, წელს კონფერენციის დღის წესრიგშია - ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისა და ნატოს მომავალი; ევროპის სახელმწიფოებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა; რუსეთთან ურთიერთობა; სირიაში მიმდინარე მოვლენები და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება.

კონფერენციაში გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჯეიმს მატისი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერესი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, 30-ზე მეტი სახელმწიფოს მთავრობის მეთაური, 80-ზე მეტი საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრი მონაწილეობს.

მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ორმხრივი შეხვედრები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
FT: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას ნაღმების გამო თვეები დასჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics