|
2017-02-17 17:43:41, 1284 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილე - მარჯვენასაჭიანი ავტომობილები აღარ აიკრძალება
შს მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების საქართველოში ჩამოყვანა აღარ აიკრძალება. როგორც ხუციშვილმა განმარტა, აღნიშნული მანქანაბის განბაჟება გაძვირდა და შესაბამისად, რაოდენობა მათი რაოდენობა შემცირდა. "პარლამენტმა დეკემბერში მიიღო "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებები, რამაც, გარკვეულწილად, გააძვირა განბაჟება და შეამცირა ის რისკები, რომ გაიზრდებოდა მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რაოდენობა და მარცხენასაჭიანებს გაუთანაბრდებოდა. შესაბამისად, ჩვენ უფრო მკაცრ მიდგომებს აღარ მოვითხოვთ და ეს ნაწილი ამოღებული იქნება კანონპროექტიდან. არ აიკრძალება მარჯვენასაჭიანები, უბრალოდ, ვისაც უღირს ამ ფასად შემოყვანა, შემოიყვანოს", - განაცხადა ხუციშვილმა. ცნობისთვის, საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვას პარლამენტი მომავალი კვირიდან დაუბრუნდება. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საკანონმდებლო ორგანოს შორის კონულტაციები თითქმის დასრულებულია. შს მინისტრის მოადგილის განმარტებით, კანონპროექტის პირველადი ვარიანტიდან, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ერთი წლის წინ შევიდა, ის მუხლი გაუქმდება, რომელიც მარჯვენასაჭიანების იმპორტს კრძალავდა. თუმცა, სხვა საკითხებთან ერთად, ძალაში რჩება ქულათა სისტემა, მართვის მოწმობის შეჩერება და უკონტაქტო პატრულირება. მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვის ინიციატივით შინაგან საქმეთა სამინისტრო 2015 წლის დეკემბერში გამოვიდა. აღნიშნულ ინიციატივას მხარი მთავრობის სხდომაზე დაუჭირეს და ინიციატივა განსახილველად პარლამენტს გადაუგზავნეს.
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
საქართველოში სამომხმარებლო ფასების ინფლაცია 2024 წლის 1%-დან 2025 წელს 3.9%-მდე გაიზარდა, ხოლო 2026 წლის აპრილში წინა წელთან შედარებით 5.9%-ს მიაღწია
კობახიძე ამტკიცებს, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)