|
2017-02-17 15:24:31, 1927 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
მეუფე პეტრე მამა გიორგის დაკავებაზე: ეს არის „კაგებეშნიკური“, მზაკრული, დახვეწილი ინტრიგა
ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე მამა გიორგი მამალაძის უდანაშაულობაში დარწმუნებულია. როგორც მეუფე პეტრემ აღნიშნა, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი, დახვეწილი ინტრიგა, რომელიც ეკლესიის წინააღმდეგაა მიმართული. მისივე თქმით, მამა გიორგი მამალაძე პატრიარქის ჩამოსვლამდე უნდა გათავისუფლდეს. "თავის დროზე ეკლესიამ და საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკამ ვერ დაიცვა თავისი უდანაშაულო მღვდელი. თვითმფრინავის გატაცების ფაქტს ვგულისხმობ, როდესაც უდანაშაულო მღვდელი დახვრიტეს. ჩვენ დღემდე დიდი ცოდვა გვადევს თავზე მემკვიდრეობით. მე მიმაჩნია, რომ მამა გიორგი პატრიარქის ჩამობრძანებამდე უნდა გამოვიდეს საპყრობილედან. მე პირადად მზად ვარ, ჩემი სიცოცხლის ბოლო წუთამდე ვიბრძოლო იმისათვის, რომ ეს ადამიანი გამოვიყვანოთ ციხიდან", - განაცხადა მეუფე პეტრემ. მეუფეს თქმით, ხელისუფლებამ და ეკლესიამ ერთობლივი განცხადება უნდა გააკეთონ და ამ საქმეს ნათელი მოფინონ. მეუფე პეტრეს განმარტებით, შესაძლოა ეს ყველაფერი ბათუმის მიტროპოლიტის დიმიტრის წინააღმდეგაც არის მიმართული. "ჩვენ ხელისუფლებასთან ერთად უნდა დავსხდეთ და მოვიფიქროთ, როგორი განცხადება შეიძლება გაკეთდეს. ერთობლივი კონფერენცია უნდა გავაკეთოთ. მე ვფიქრობ, მამა პეტრე სრულიად უდანაშაულოა. ეს არის "კაგებეშნიკური", მზაკვრული დახვეწილი ინტრიგა, სადაც ყველა მხარე შარში გაეხვია. გარდა პირადი ინტერესებისა, ასევე, ნაწილობრივ ეს ასევე იყო მიმართული ბათუმის მიტროპოლიტის დიმიტრის წინააღმდეგ", - განაცხადა მეუფე პეტრემ. მისივე აზრით, საქართველოში უნდა შეიქმნას სამართალმცოდნეების, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანების ჯგუფი, რომელიც ამ საქმეს გადარჩენისაკენ შემოაბრუნებს. ცნობისთვის, ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ე.წ მატროსოვის ციხეში მამა გიორგი მამალაძის სანახავად იმყოფებოდა. მან საპყრობილეში თითქმის სამი საათი დაჰყო. ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე მამა გიორგი მამალაძის უდანაშაულობაში დარწმუნებულია. ის აცხადებს რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი, დახვეწილი ინტრიგა, რომელიც ეკლესიის წინააღმდეგაა მიმართული. მისივე განცხადებით, მამა გიორგი მამალაძე პატრიარქის ჩამოსვლამდე უნდა გათავისუფლდეს.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)