14:41 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-16 22:36:31, 2402 ნახვა

სამართალი
კობახიძე: გამოძიების დასრულებამდე გაკეთებული ნებისმიერი განცხადება გამოძიებისთვის დამაზიანებელია

გამოძიების დასრულებამდე გაკეთებული ნებისმიერი განცხადება გამოძიებისთვის დამაზიანებელია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ის "ასეთი ტიპის" განცხადებების გაკეთებისგან თავს იკავებს.

„ჩვენ აუცილებლად უნდა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას. ნებისმიერი განცხადება, რომელიც კეთდება გამოძიების საბოლოოდ დასრულებამდე, არის დამაზიანებელი თავად გამოძიებისათვის. მე პირადად თავს შევიკავებ ასეთი ტიპის განცხადებების გაკეთებისგან. მთავარია, ჩვენ არ ვიჩქაროთ, დაველოდოთ გამოძიებას. გამოძიებამ უნდა გასცეს საბოლოო პასუხი ყველა იმ კითხვას, რომელიც გვაქვს ჩვენ ამ საქმესთან დაკავშირებით. ეს არის უმნიშვნელოვანესი საქმე, საუბარია ძალიან მძიმე დანაშაულზე. ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიებას და გამოძიების მიერ გაცემულ პასუხებს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics