|
2017-02-16 21:59:08, 2530 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: საჯარო სამსახურის რეფორმის იმპლემენტაციის შედეგად, ხდება პოლიტიკისგან თავისუფალი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბება
„საჯარო სამსახურის რეფორმის იმპლემენტაციის შედეგად, ხდება პოლიტიკისგან თავისუფალი, ღია და ეფექტიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბება“, - განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა სასტუმრო „რუმსში“ გამართული კვლევის შედეგების პრეზენტაციისას. კვლევაში მოცემულია საქართველოს საზოგადოებისა და საჯარო მოხელეების დამოკიდებულება საჯარო სამსახურის მიმართ. პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელება საქართველოს მთავრობამ 2012 წლის შემდეგ დაიწყო და მისი მიზანია, ერთი მხრივ, მთავრობის მიერ გამჭვირვალე და დემოკრატიული მმართველობის განხორციელება, მეორე მხრივ ევროკავშირის საჯარო სივრცესთან დაახლოება. მისი თქმით, 2015 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა „საჯარო მმართველობის რეფორმის გზამკვლევი 2020“, რომელიც განსაზღვრავს მთავრობის საშუალოვადიან პოლიტიკას ამ სექტორში. „საჯარო მმართველობის რეფორმა განხორციელების პროცესშია და მოიცავს ისეთ სფეროებსა და მიმართულებებს როგორიცაა პოლიტიკის დაგეგმვის სისტემა, ადამიანური რესურსების მართვა საჯარო სამსახურში, ანგარიშვალდებულება, საჯარო ფინანსების მართვა, სახელმწიფო სერვისების მიწოდება და ადგილობრივი მმართველობა... ყალიბდება კარიერულ წინსვლაზე დაფუძნებული პროფესიული საჯარო მოხელის ინსტიტუტი, საჯარო მოხელეს ეძლევა მუდმივი განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. „პირადად ჩემთვის, ერთ-ერთი ყველაზე ღირებული შეფასება უკავშირდება საჯარო სამსახურზე პოლიტიკური ზეგავლენის შემცირების თვალსაჩინო ტენდენციას, რაც უმნიშვნელოვანესი პირობაა სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობის ჩამოსაყალიბებლად.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)