|
2015-04-01 11:29:39, 730 ნახვა
სამართალი
ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულების ადვოკატები ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვენ
ე.წ.კაბელების საქმეზე დაკავებულების ადვოკატები დღევანდელ პროცესზე ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვენ, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში ადვოკატმა ლევან სამუშიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, დაცვის მხარე დღევანდელ სასამართლო პროცესზე სხვა შუამდგომლობების დაყენებსაც აპირებს. სამუშიას წინასწარ უჭირს თქმა, რამდენად მოესწრება ყველა შუმადგომლობის დაყენება დროში, თუმცა მისივე განმარტებით, იმის თქმა კი დანამდვილებით შეუძლია, რომ მათი შუამდგომლობები არგუმენტირებული იქნება. "შუამდგომლობა გვექნება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა დაუშვებლობის შესახებ, თუ რა მტკიცებულებებია ამას შემდგომ პროცესზე შევიტყობთ. ასევე იქნება აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დკავაშირებით შუამდლომლობა..დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ეს რამდენად მოესწრება დროში ცოტა ძნელი სათქმელია, მაგრამ დაცვის მხარის მიერ წარდგენილი შუამდგომლობები იქნება არგუმენტირებული, ჩვენი მტკიცებულებები ძალიან წონადი მტლიცებულებია",-განაცხადა ლევან სამუშიამ. დღევანდელ პროცესს 5-ივე ბრალდებული ესწრება. საქალაქო სასამართლოში იმყოფებიან "თავისუფალი დემოკრატების" წევრებიც, მათ შორის ირაკლი ალასანია.
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)