|
2017-02-16 15:49:01, 2290 ნახვა
ეკონომიკა საზოგადოება
Wizz Air-მა ქუთაისი-ლონდონის მიმართულებით ბილეთების გაყიდვა დაიწყო
უნგრულმა ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისი-ლონდონის მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყო, - ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა ქეთევან ალექსიძემ განაცხადა. ქეთევან ალექსიძის თქმით, საქართველოს ავიაბაზარი რეგიონში ერთ-ერთი მდგრადად განვითარებადია. მისი განცხადებით, გასულ წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა, წელსაც, იანვარი საქართველოს საავიაციო ბაზრისთვის ძალიან პოზიტიური თვე იყო. ,,მაგალითად, ქუთაისის აეროპორტს 130 %-იანი ზრდა ჰქონდა. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული ზრდა კიდევ და კიდევ გაგრძელდება. რა თქმა უნდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიც საკმაოდ წარმატებული იყო და წელს მასაც ბევრი სიახლე ექნება. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე გვაქვს. დაიწყო გაყიდვები ბილეთებზე ქუთაისი-ლონდონის მიმართულებით, რომელსაც კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს ავიაკომპანია ,,ვიზეარი“. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი როგორც ქუთაისის აეროპორტისთვის, ისე ტურისტული სექტორისთვის,“ - განაცხადა ალექსიძემ. მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ტურისტული ბაზარი. „ჩვენ არ გვქონდა აქამდე პირდაპირი რეისები, საკმაოდ დიდი ხანი დასჭირდებოდა ნებისმიერ ტურისტს აქ ჩამოსასვლელად და ვფიქრობთ, რომ არსებული საშუალებით გავზრდით მგზავრთნაკადს. რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეებსაც შეეძლებათ, რომ მარტივად, პირდაპირი რეისით მოხვდნენ დიდ ბრიტანეთში“, - აღნიშნა ქეთევან ალექსიძემ. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისსა და ლონდონს (ლუტონი) შორის პირდაპირ ავიამიმოსვლას 18 ივნისიდან დაიწყებს, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ხუთშაბათს და კვირას. ყველა ავიარეისი სრულდება 180 ადგილიანი „აირბას A320“ და 230 ადგილიანი„ აირბას A321“ ტიპის საჰაერო ხომალდებით. მგზავრებს უკვე შეუძლიათ ავიაბილეთების შეძენა ავიაკომპანიის საიტზე www.wizzair.com მხოლოდ 105.99 ლარი/£ 34.99-დან. ავიაკომპანია „ვიზეარი“ გამუდმებით აფართოვებს ავიამიმართულებების ქსელს და ქართველ მომხმარებლებს უკვე ევროპის 9 ქვეყანაში 12 დაბალბიუჯეტიან ავიამიმართულებას სთავაზობს. 2016 წლის სექტემბერში ავიაკომპანიამ თავისი ბაზის გახსნით ქუთაისში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ქვეყნის შიგნით ინვესტიციების მოზიდვის და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით. (NS)
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)