|
2017-02-16 11:10:33, 2230 ნახვა
სამართალი
მამუკა ახვლედიანი მის გამოკითხვას სასამართლოს მეშვეობით მოითხოვს
საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი, გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და სასამართლოში გამოკითხვას ითხოვს. ამ დრომდე უცნობია შეიცვლის თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო გადაწყვეტილებას სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის გამოკითხვის ფორმასთან დაკავშირებით. მამუკა ახვლედიანი ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე კრიმინალურ პოლიციაში დღეს 18:00 საათზე დაკითხვაზეა დაბარებული. „ტელევიზიით შევიტყვე ჩემს ამბავზე, შესაბამისად მე ნაკლებად ვენდობი ამ ტიპის დამოკიდებულებებს და გამოძიებას და შესაბამისად ერთადერთი გზა არის რომ სასამართლო წესით მოითხოვო და მიეცეს ყველაფერს ოფიციალური ფორმა. ტექსტები რასაც ვსაუბრობ, მე ვსაუბრობ ყველგან, ძალიან ბევრ ადგილზე და ძალიან ბევრ ადამიანთან მისაუბრია. ყველაზე მთავარი რაც არის ფინანსებთან დაკავშირებით, უბრალოდ მართლა წარმოუდგენელია რასთან დაკავშირებით უნდა გადაეხადა ვინმეს რაიმე და რა კავშირი შეიძლება მქონდეს ყველაფერ ამასთან და თუ ვინმე მოუსმენს ტექსტს, იქ საუბარიც კი არ არის ჩემთან ამ საკითხებთან დაკავშირებით. გამორიცხულია, რომ ეს ავთენტური იყოს“,-განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)