12:38 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-15 14:59:17, 3148 ნახვა

მსოფლიო
პესკოვი: ყირიმის დაბრუნებაზე აშშ-სთან არ ვიმსჯელებთ

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი აშშ-სთან ყირიმის დაბრუნებაზე საუბარს  არ აპირებს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

"ეს საკითხი არ განიხილება. რუსეთი არ განიხილავს თავისი ტერიტორიების საკითხებს დასავლურ პარტნიორებთან", - აღნიშნა პესკოვმა. 

ცნობისთვის, ჟურნალისტებმა პესკოვს ეს შეკითხვა ტრამპის პრესმდივან სპაისერის კომენტარის შემდეგ დაუსვეს.

სპაისერის თქმით, "პრეზიდენტმა ტრამპმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ ის ელოდება როდის მოახდენს რუსეთი ძალადობის დეესკალაციას უკრაინაში და დააბრუნებს ყირიმს. გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტს სურს, რომ რუსეთთან მშვიდი პოლიტიკური ურთიერთობა ჰქონდეს".

პესკოვის თქმით, უახლოეს მომავალში კრემლი ამ საკითხზე ტრამპს თავის პოზიციას აუცილებლად გააცნობს. 

"გვინდა ჩვენი არგუმენტები წარმოვადგინოთ და ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი საუბრის შესაძლებლობა უახლოეს მომავალში გვექნება", - განაცხადა პესკოვმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
პაპუაშვილი - რუბიო არც კი ხვდება კაია კალასს, ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics