2017-02-15 14:44:55, 1190 ნახვა
საზოგადოება
დევნილი აბიტურიენტები გამოცდებისთვის მოსამზადებელ ონლაინ კურსებს უფასოდ გაივლიან
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და შპს „ნებულას” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს.
უწყების ინფორმაციით, მემორანდუმის თანახმად, დევნილის სტატუსის მქონე აბიტურიენტები „ნებულას” ვებ-გვერდზე (http://www.nebula.ge) საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ ონლაინ საგანმანათლებლო კურსებს უფასოდ გაივლიან.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და „ნებულას” აღმასრულებელმა დირექტორმა სანდრო დოლიძემ მოაწერეს.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან