05:28 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-15 13:56:01, 1914 ნახვა

კომენტარი
მეუფე იაკობი მეუფე პეტრეზე: ჩემზე რასაც ამბობს, მოვიდეს და პირში მითხრას

„ჩემი მისამართით რასაც ამბობს, მოვიდეს და პირში მითხრას“, - ასე გამოეხმაურა ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი „მოამბესთან“ ინტერვიუში ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს განცხადებას.

„მეუფე პეტრემ  თავის ნათქვამზე თვითონ უნდა გააკეთოს კომენტარი. ჩემი მისამართით რასაც ამბობს, მოვიდეს და პირში მითხრას“,-აღნიშნა მეუფე იაკობმა.

ამასთან, მან პატრიარქის მდივან-რეფერენტზეც ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე „შორენა თეთრუაშვილს ამხელა გავლენა აქვს“? მეუფე იაკობმა აღნიშნა, „შეიძლება მეუფე პეტრეზე აქვს, ჩვენზე რა გავლენა უნდა ჰქონდეს“, - დასძინა მეუფე იაკობმა.

ცნობისთვის, გუშინ გადაცემა „არჩევანში“ მეუფე პეტრე ცაავამ განაცხადა, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი მისი გარემოცვის წევრებს, რამდენიმე სასულიერო პირს, რომლებიც დავალებებს კარგად ასრულებენ, „ოქროს თევზს“ ეძახის.

მან ასევე მეუფე იაკობზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის „შორენა თეთრუაშვილის ინტრიგების უნებლიე თანამონაწილეა”.

„მეუფე იაკობი ძალიან პატრიოტი ადამიანია. მე ვფიქრობ, რომ შეცდომაშია შესული, რაღაც პიროვნული დაპირისპირებით, ჩართულია სამწუხაროდ ამ ქალბატონის მიერ დაწყებულ ინტრიგებში, უნებლიეთ არის თანამონაწილე”, - განაცხადა ჭყონდიდის მიტოპოლიტმა, მეუფე პეტრემ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics