|
2015-03-31 20:28:38, 5450 ნახვა
Lifestyle
ნინო მიქიაშვილი პრეზიდენტს: საყდრისის ნგრევის შესაჩერებლად ან ქმედითი ნაბიჯები გადადგით, ან დადუმდით
„ბატონო პრეზიდენტო, ან გადადგით ქმედითი ნაბიჯი საყდრისის ნგრევის შესაჩერებლად, ანდა დადუმდით და ნუღარ ცდილობთ პოლიტიკური ქულების დაწერას. სირცხვილია”, – ასე გამოეხმაურა საყდრისის მცველი, ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი საყდრისზე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის დღევანდელ შეფასებას. როგორც მიქიაშვილი ამბობს, მან პრეზიდენტს საყდრისთან დაკავშირებით მას შემდეგ მიმართა, რაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ალექსანდრე მარგიშვილმა მისი ნგრევის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, ჟურნალისტის თქმით, გიორგი მარგველაშვილს მის შეტყობინებებზე რეაგირება არ მოუხდენია. მიქიაშვილი იმ შეტყობინებების შინაარსაც აქვეყნებს, რომლებიც მან პრეზიდენტს გაუგზავნა. „ბატონო პრეზიდენტო, ან გადადგით ქმედითი ნაბიჯი საყდრისის ნგრევის შესაჩერებლად, ანდა დადუმდით და ნუღარ ცდილობთ პოლიტიკური ქულების დაწერას. სირცხვილია! ახლა ვნანობ ხმა რომ მოგეცით, თან ეს სხვისი ხათრით გავაკეთე და უფალს ვთხოვდი ღმერთო ჩემი გადაწყვეტილება არ მანანო-მეთქი.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)