|
2017-02-15 10:12:50, 962 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია ოფიციალური ვიზიტით ათენში გაემგზავრა
თბილისის მერი დავით ნარმანია, ოფიციალური ვიზიტით ათენში გაემგზავრა, სადაც ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. თბილისის მერიის ინფორმაციით, სხდომაზე ძირითადად 2017 წელს სხვადასხვა ქვეყნებში ადგილობრივი არჩევნების დაგეგმვასთან დაკავშირებით იმსჯელებენ და მიმოიხილავენ 2010-2016 წლებში არჩევნებზე დაკვირვების შედეგად გამოვლენილ მნიშვნელოვან საკითხებს. „აღნიშნულ სხდომაზე ძირითადი აქცენტი 2017 წელს, სხვადასხვა ქვეყნებში ადგილობრივი არჩევნების დაგეგმვასთან და მონიტორინგთან დაკავშირებით კეთდება. მათ შორის საუბარი შეეხება საქართველოში, შემოდგომაზე დაგეგმილ მონიტორინგის მისიას და იმ ძირითად მიდგომებს, რა მიდგომებითაც მოხდება ადგილობრივი არჩევნების დაკვირვება“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე, რეგიონალურ დონეზე ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებსაც განიხილავენ . (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)