|
2017-02-14 15:31:35, 1322 ნახვა
საზოგადოება
ბულგარეთის სახელით მოპოვებული საერთაშორისო ფედერაციის თასი სოხუმს და სოხუმელებს ეკუთვნის
სოხუმელი დავით კვარაცხელია რალში ბულგარეთის ნაციონალურ ჩემპიონატში პირველი ადგილის მფლობელია. ის არის სოხუმიდან დევნილი, სოხუმელი ემიგრანტი, სამაჩაბლოს და აფხაზეთის ომის ვეტერანი, ამჟამად ბულგარეთის მოქალაქეობის მქონე პროფესიონალი ავტომრბოლელი, რომელიც არის 2016 წლის ბულგარეთის აბსოლუტური ჩემპიონი და ბალკანეთის ნახევარკუნძულის ვიცე-ჩემპიონი რალიში. ყველა მიღწევას ის უძღვნიდა და უძღვნის სოხუმს და სოხუმელებს, სარბოლო ავტოზეც სიამაყით უწერია „SOKHUMI-GEORGIA“. მან და მისმა ბულგარელმა კოლეგებმა 20 სარბოლო ავტოზე ანალოგიური წარწერა განათავსეს, რითაც სპორტის ამ სახეობის მოყვარულებს მიაწოდეს მესიჯი, რომ სოხუმი- საქართველოა. ასევე, მისი დაუღალავი მცდელობებით, პირადი კონტაქტების და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე ფრენბურთის ერთ-ერთი ბულგარული გუნდის მაისურებზე განთავსებულია საქართველოს დროშა და წარწერა „SOKHUMI-GEORGIA“. დავით კვარაცხელიას მიზანია მის კოლეგასთან პლამენ სტაიკოვთან ერთად 2017 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით ასპარეზობა, რომ მისი გამარჯვება საკუთარ სამშობლოს- საქართველოს, სოხუმსა და სოხუმელებს მიუძღვნას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)